დაბანაკდით ჩვენთან და გამოცადეთ ნამდვილი თავგადასავალი

2020 წლის 29-30 აგვისტოს სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართა.

2020 წლის 29-30 აგვისტოს სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით წარიმართა და სვერის სათავგადასავლო ბანაკმა უმასპინძლა. ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ჯორჯიან მანგანეზი, ხოლო სპონსორები მაღაზია მოგზაური, M+ და საცოცი დარბაზი S.K. Lucky. ფესტივალის მიზანი იყო მეკლდეურობის, როგორც ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე სათავგადასავლო ტურიზმის, როგორც სვერის და მთლიანად ჭიათურის რაიონის პოტენციალის წარმოჩენა. ფესტივალის შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც პროფესიონალ მეკლდეურებს საქართვლოს მასშტაბით, ასევე დამწყებ, მოყვარულ ადამიანებს. აგრეთვე ფესტივალზე მაყურებლის სტატუსით ჩამოსვლა შეეძლო ნებისმიერ მსურველს.