ცოცვა ჩვენი ბანაკის ერთ-ერთი ძირითადი აქტივობაა. საცოცი სექტორი ბანაკიდან 70 მეტრის მოშორებით მდებარეობს. საცოცი მარშუტები მომზადებულია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი სპორტსმენებისთვის. ადგილზე შესაძლებელია აღჭურვილობის ქირაობა. გვაქვს გიდის მომსახურება მათთვის, ვინც ამ აქტივობას პირველად ცდის. ცოცვის დაწყება ყველას შეუძლია, ფორმა და ტექნიკა პროცესში მოვა, მთავარი მონდომებაა. საცოცი მარშუტების უმეტესობა, დღის ძირითად დროს - ჩრდილშია, რაც ზაფხულში ცოცვისთვის იდეალურია. მთლიანობაში მარშუტების რაოდენობა 100-ს აღემატება და მათი საშუალო სიმაღლე შეადგენს 10-25 მეტრს, მარშუტების სირთულე 5A- 8B კატეგორიებში მერყეობს.
ფასები და პირობები
გიდის მომსახურება 1 პერსონაზე ერთი დღით – 100 ლარი
გიდის მომსახურება 2 პერსონაზე ერთი დღით – 150 ლარი
გიდის მომსახურება 3 პერსონაზე ერთი დღით – 200 ლარი
გიდის მომსახურება 4 პერსონაზე ერთი დღით – 250 ლარი
აღჭურვილობის გაქირავება ერთი დღით - 50 ლარი
გაქირავების საფასურში შედის - თოკი, კარაბინი, გრიგრი, ქამარი, საცოცი ფეხსაცმელი და ჩაფხუტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ექსტრემალური სახეობის ტურების დროს, ბანაკის ადმინისტრაცია ახდენს ვიზიტორთა წინასწარ ინფორმირებას სახიფათო მონაკვეთებისა და საჭირო მინიმალური ფიზიკური უნარების შესახებ. ასევე იძლევა გაფრთხილებას რისკის შემცველი ქრონიკული თუ თანდაყოლილი დაავადებების შესახებ და იღებს მომხმარებლისგან წერილობით თანხმობას.