დაბანაკდით ჩვენთან და გამოცადეთ ნამდვილი თავგადასავალი

ვინ ვართ ჩვენ

სვერის სათავგადასავლო ბანაკი საქართველოს ტურიზმის ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. ბანაკი იმერეთის ულამაზე მხარეში, ჭიათურის რაიონში, სოფელ სვერში მდებარეობს. ბანაკს ორი დამფუძნებელი ჰყავს, გუგა დაბრუნდაშვილი და ლევან გოგოლაძე. პროექტის იდეა მათია და შესრულებაც მთლიანად გუგას და ლევანის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ასეთ მცირე დროში ბანაკმა მოიპოვა დიდი აღიარება და გახდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი სათაგადასავლო ტურიზმის მიმართულებით საქართველოში.

გუგას შესახებ

გუგა პროფესიონალი სპორტსმენი მეკლდეურია. იგი 15 წელზე მეტია ჩაბმულია პროფესიონალურ სპორტში და გააჩნია მრავალი ტიტული, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. გუგა ასევე არის GMGA-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და გააჩნია სათავგადასავლო გიდის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. მისი ჩართულობით ჩატარებულია უამრავი ექსპედიცია, შეჯიბრი თუ ფესტივალი. გუგას ხელმძღვანელობით საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავდა 300-მდე საცოცი მარშრუტი.

ლევანის შესახებ

ლევანი გახლავთ მოყვარული მეკლდეური 20-წლიანი სტაჟით. იგი არის პროფესიონალი მენეჯმენტ- კონსულტანტი სხვადასხვა სექტორში მრავაწლიანი გამოცდილებით. მისი ჰობი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი და შთაგონება წარმოადგენს იმ გადაწყვეტილების მთავარ წყაროს, რის შედეგადაც მოხდა მისი სამეწარმეო, მართვის უნარებისა და გამოცდილების გამოყენება წარმატებული სტარტაპ საქმიანობის დასაფუძნებლად და სათავგადასავლო ბანაკის მოდელის შესაქმნელად პარტნიორთან ერთად სვერის სათავგადასავლო ბანაკის სახით.

ჩვენი მისია, ხედვა და მიზანი

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ადგილობრივი თემის გაძლიერების გზით და მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

ჩვენი ხედვა

უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის საქემფინგე სერვისი და სათავგადასავლო ტურები, ჩავატაროთ ფესტივალები, შეჯიბრები, ვორქშოფები, ტრენინგები, მოვიზიდოთ როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული თავგადასავლების მაძიებლები.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია, საქართველოში, სათავგადასავლო ტურიზმის კუთხით ძალიან პერსპექტიულ მხარეში, ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში შევქმნათ უნიკალური პროექტი - სათავგადასავლო ბანაკი - რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს, ერთი კონკრეტული ლოკაციის გარშემო შესთავაზებს ხარისხითა და შინაარსით სრულიად ახალი ტიპის სერვისებს წელიწადის სამ დროს (გარდა ზამთრის პერიოდისა), კერძოდ აქტივობებს რომელიც გულისხმობს ბუნებითა და კულტურით სიამოვნების მიღებას ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად.