ბანკის მიმდებარედ უამრავი კულტურულ-ისტორიული ადგილია, რომელთა მონახულება დროში მოგზაურობას ჰგავს. კლდეკარის კლდეში ნაკვეთი ეკლესია, სვერის ციხე, კაცხის სვეტი, მოდინახეს ციხე, მღვიმევის მონასტერი, ტყემლოვანას ქვევრის საწარმო, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ძუძუანას მღვიმე, აკაკი წერეთლის სახელობის პირველი მანგანუმის მადნის საბადო და საბაგირო ტრანსპორტი, ეს ის ადგილებია რომელთა დათვალიერებასაც შეძლებთ ჩვენი გიდის დახმარებით.
ფასები და პირობები
ტურში გიდის მომსახურება ტრანსპორტით 2-6 პერსონაზე – 300/400 ლარი (მანძილის მიხედვით)
ტურში გიდის მომსახურება ტრანსპორტით 7-14 პერსონაზე – 700/800 ლარი (მანძილის მიხედვით)
შენიშვნა: ექსტრემალური სახეობის ტურების დროს, ბანაკის ადმინისტრაცია ახდენს ვიზიტორთა წინასწარ ინფორმირებას სახიფათო მონაკვეთებისა და საჭირო მინიმალური ფიზიკური უნარების შესახებ. ასევე იძლევა გაფრთხილებას რისკის შემცველი ქრონიკული თუ თანდაყოლილი დაავადებების შესახებ და იღებს მომხმარებლისგან წერილობით თანხმობას.