ბანაკში ხელმისაწვდომია სალაშქრო ტურები. არიან ადამიანები, რომელთაც კემპინგის გარდა, ბუნების უკეთ გასაცნობად თუ თავგადასავლების გადასახდომად, აინტერესებთ მსუბუქი ან ინტენსიური ლაშქრობა. ასეთ ვიზიტორებს ვთავაზობთ ლაშქრობის მრავალ შესაძლებლობას რათა მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება: მოქანავე ქვის ლოდი, მოდინახეს ციხე, სვერის ციხე, საძალისხევის კანიონი, ძუძუანას მღვიმე, საჩქეფიას ჩანჩქერი, შემორევას, მიწაძიგძიგას და მანდაეთის ტბები იმერეთის რეგიონში წარმოადგენს დაუვიწყარ სანახაობას. ლაშქრობის მოწყობა შესაძლებელია როგორც პირდაპირ ბანაკიდან, ასევე მანქანით უახლოეს სამანქანე პუნქტამდე მისვლით.
ფასები და პირობები
გიდის მომსახურება 2-4 პერსონაზე ერთი დღით – 250/450 ლარი (მანძილის და სირთულის მიხედვით)
გიდის მომსახურება 5-7 პერსონაზე ერთი დღით – 350/650 ლარი (მანძილის და სირთულის მიხედვით)
გიდის მომსახურება 8-10 პერსონაზე ერთი დღით – 450/850 ლარი (მანძილის და სირთულის მიხედვით)
Price includes:
Hiking stick, Nalgene
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ექსტრემალური სახეობის ტურების დროს, ბანაკის ადმინისტრაცია ახდენს ვიზიტორთა წინასწარ ინფორმირებას სახიფათო მონაკვეთებისა და საჭირო მინიმალური ფიზიკური უნარების შესახებ. ასევე იძლევა გაფრთხილებას რისკის შემცველი ქრონიკული თუ თანდაყოლილი დაავადებების შესახებ და იღებს მომხმარებლისგან წერილობით თანხმობას.