დაბანაკდით ჩვენთან და გამოცადეთ ნამდვილი თავგადასავალი

სპელეო (მღვიმის) ტური

მღვიმეები ჭიათურის რაიონში შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობად და გამოუკვლევ საგანძურად. ისინი სავსეა დარბაზებით, სართულებით, გასაოცარი სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების ფარდებით, რაც ქმნის უნიკალურ სანახაობას. მანდაეთის, დათას, კოტიას და ძუძუანას მღვიმეები მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სვერის მიმდებარედ.

ფასები და პირობები

გიდის მომსახურება 2-4 პერსონაზე ერთი დღით – 250/650 ლარი (სირთულის მიხედვით)
გიდის მომსახურება 5-7 პერსონაზე ერთი დღით – 350/950 ლარი (სირთულის მიხედვით)
გიდის მომსახურება 8-10 პერსონაზე ერთი დღით – 450/1500 ლარი (სირთულის მიხედვით)

საფასურში შედის:

ჩაფხუტი, ფანარი, დამცავი ქამარი, კარაბინი, თერმოტანსაცმელი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ექსტრემალური სახეობის ტურების დროს, ბანაკის ადმინისტრაცია ახდენს ვიზიტორთა წინასწარ ინფორმირებას სახიფათო მონაკვეთებისა და საჭირო მინიმალური ფიზიკური უნარების შესახებ. ასევე იძლევა გაფრთხილებას რისკის შემცველი ქრონიკული თუ თანდაყოლილი დაავადებების შესახებ და იღებს მომხმარებლისგან წერილობით თანხმობას.