დაბანაკდით ჩვენთან და გამოცადეთ ნამდვილი თავგადასავალი

ბანაკი

სვერის სათავგადასავლო ბანაკი მდებარეობს იმერეთის რაიონში ძალიან მომხიბვლელ და ისტორიულ სოფელ სვერში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 113 კმ. მოშორებით 1,5 სთ. სავალ გზაზე. ხოლო თბლისიდან 180 კმ. დაშორებით 2 საათის სავალ გზაზე. ბანაკი ქალაქ ჭიათურიდან არის 11 კმ-ში. ბანაკის მდებარეობა მარკირებულია ცენტრალურ გზაზე, გზა მთლიანად ჩაფულია კლდის ხეობაში და ხეობის ბოლოს შეამჩნევთ ბანაკის ნიშნულს გზიდან მარცხნივ.

ბანაკს გააჩნია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა – ხის კოტეჯები, სასადილო ოთახი, საშხაპე და ტუალეტები, აღჭურვილობის გაქრავების პუნქტი, საკარვე, საჰამაკე, გასართობი, საბავშო და საკოცონე სექტორი, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი მომსახურება. ასევე ბანაკში ხელმისაწვდომია საბავშო ბატუტი და საცოცი კედელი, აუზი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი და ბადიმინტონი. ბანაკს შეუძლია ერთდროულად მიიღოს 7 სტუმარი ხის კოტეჯში და 30 სტუმარი საკარვე სივრცეში. ბანაკიდან 70 მეტრის სავალზეა საცოცი სექტორი და ისტორიული გამოქვაბული კლდეკარი. ბანაკის ირგლივ 5 კმ რადიუსში, ვიზიტორებს გიდის სერვისს ვთავაზობთ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა კლდეზე ცოცვა, ველოტური, მღვიმის ტური, ლაშქრობა, კანიონინგი, სანაოსნო ტური და კულტურული ტური. 2021 წლიდან ფუქნციონირებს კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკი - ვია ფერატა.