დაბანაკდით ჩვენთან და გამოცადეთ ნამდვილი თავგადასავალი

სანაოსნო ტური

ჩვენი სანაოსნო ტურები, ექსტრემის ის სახეობაა, რომელსაც ბევრი მსურველი ჰყავს. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორები და თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს უსაფრთხო გასეირნებას მანდაეთის ტბაზე. ტბა ბანაკიდან 15 წუთის სავალზეა. ნავების გარდა, გვაქვს წყლის SAP დაფა. ბანაკი უზრუნველყოფს ტურის ლოჯისტიკას ბანაკიდან გასვლითა და დაბრუნებით.

ფასები და პირობები

მომსახურება 6 პერსონაზე ერთი დღით – 300 ლარი
მომსახურება 12 პერსონაზე ერთი დღით – 600 ლარი


საფასურში შედის:

რეზინის საჯომარდო ნავი, სამაშველო ჟილეტი

SAP წყლის დაფის გაქირავების საფასური::

ერთი დღით - 100 ლარი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ექსტრემალური სახეობის ტურების დროს, ბანაკის ადმინისტრაცია ახდენს ვიზიტორთა წინასწარ ინფორმირებას სახიფათო მონაკვეთებისა და საჭირო მინიმალური ფიზიკური უნარების შესახებ. ასევე იძლევა გაფრთხილებას რისკის შემცველი ქრონიკული თუ თანდაყოლილი დაავადებების შესახებ და იღებს მომხმარებლისგან წერილობით თანხმობას.