დაბანაკდით ჩვენთან და გამოცადეთ ნამდვილი თავგადასავალი

ვია ფერატა (ექსტრემალური ბილიკი)

VIA FERRATA in SVERI ჯერ კიდევ პანდემიამდე გაგვიჩნდა იდეა, ქვეყანაში შემოგვეტანა ევროპაში და მსოფლიოში სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ვია ფერატა (Via Ferrata), რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის მასშტაბით პირველია. ტერმინი ვია ფერატა სათავეს ევროპიდან იღებს, კერძოდ ალპებიდან, სადაც დაქანებულ კლდოვან რელიეფზე ფოლადის ტროსებითა და რკინის საფეხურებით აღჭურვილი მარშრუტები, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, გამოიყენებოდა ტექნიკური, სამხედრო თუ სხვა არატურისტული დანიშნულებით. მოგვიანებით, 70-იან წლებში მან შეიძინა სათავგადასავლო დანიშნულება და ექსტრიმის მოყვარული ადამიანებისთვის ერთ-ერთი საინტერესო აქტოვობა გახდა. კავკასიაში პირველი ვია ფერატა წარმოდგენილია ჭიათურაში, სოფელ სვერში რომელიც ბანაკის დამფუძნებლებმა პარტნიორებთან ერთად განახორციელეს 2021 წლის გაზაფხულზე.

ბილიკის ტექნიკური და სხვა მახასიათებლები: 

  • მარშრუტის მანძილი - 200 მეტრი, 350 საფეხური
  • მარშრუტის გავლის წმინდა დრო - 50/70 წუთი
  • მარშრუტის გავლის სრული დრო - 2/2.5 საათი (თეორიული და პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ბანაკში - 0,5 საათი, ბანაკიდან ადგილზე მისვლა 20 წუთი, გავლის წმინდა დრო - 50/70 წუთი, დაბრუნდება 20 წუთი)
  • ერთ ჯგუფში მონაწილეთა მინ/მაქს რაოდენობა - 3/10 ადამიანი
  • ასაკი - 10 წლიდან
  • გამყოლი ინსტრუქტორი - 2 შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გიდი
  • მისასვლელი საფეხმავლო და უკან დამაკავშირებელი ბილიკის სიგრძე - 300 მეტრი 

ფასები და პირობები:

ჯგუფში ვიზიტორთა მინიმალური რაოდენობა 3, მაქსიმალური 10. ფასი ერთ ვიზიტორზე - 100 ლარი

საფასურში შედის:

Helmet, harness, lanyards, gloves and headlamp

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ექსტრემალური სახეობის ტურების დროს, ბანაკის ადმინისტრაცია ახდენს ვიზიტორთა წინასწარ ინფორმირებას სახიფათო მონაკვეთებისა და საჭირო მინიმალური ფიზიკური უნარების შესახებ. ასევე იძლევა გაფრთხილებას რისკის შემცველი ქრონიკული თუ თანდაყოლილი დაავადებების შესახებ და იღებს მომხმარებლისგან წერილობით თანხმობას.