ბანაკი გთავაზობთ მოკლე, საშუალო და გრძელი დისტანციის ველოტურებს. ჩვენი ველოსიპედები Specialized-ის ბრენდისაა და იდეალურია სატარებლად, როგორც მოასფალტებულ გზაზე, ასევე უსწორმასწორო გრუნტზე. ველოტურები საშუალებას გვაძლევს, დავათვალიეროთ, ბანაკის ირგვლივ არსებული ულამაზესი ხეობები, კანიონები, ტბები და სხვა საინტერესო ადგილები. ველოტურზე თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ სვერის ციხე, მანდათის ტბა, კაცხის სვეტი და სხვა საინტერესო ადგილები.
ფასები და პირობები
გიდის მომსახურება 2-4 პერსონაზე ერთი დღით – 150 ლარი
გიდის მომსახურება 5-7 პერსონაზე ერთი დღით – 250 ლარი
გიდის მომსახურება 8-10 პერსონაზე ერთი დღით – 300 ლარი
გაქირავების საფასური ერთი დღე:
ველოსიპედის გაქირავება ერთი დღით - 100 ლარი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ექსტრემალური სახეობის ტურების დროს, ბანაკის ადმინისტრაცია ახდენს ვიზიტორთა წინასწარ ინფორმირებას სახიფათო მონაკვეთებისა და საჭირო მინიმალური ფიზიკური უნარების შესახებ. ასევე იძლევა გაფრთხილებას რისკის შემცველი ქრონიკული თუ თანდაყოლილი დაავადებების შესახებ და იღებს მომხმარებლისგან წერილობით თანხმობას.