2022 წლის ტურისტულ სეზონს სვერის სათავგადასავლო ბანაკი ძალიან საინტერესო ღონისძიებით ხსნის. კერძოდ, 1 მაისს ჩატარდება Sveri XC Adventure 2022, პირველი ველო შეჯიბრი იმერეთის მხარეში. შეჯიბრი მოიცავს 25 კმ მანძილის წრეს სვერში და მის მიმდებარე სოფლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან Caucasus Cycling Network და სვერის სათავგადასავლო ბანაკი. ბანაკში სტუმრობა შეეძლებათ როგორც შეჯიბრის მონაწილეებს, ასევე დასწრების და ბანაკში დარჩენის მსურველ პირებს. ღონისძიების ყველა სტუმარს შეეძლება ისარგებლოს სვერის სათავგადასავლო ბანაკის სერვისებზე 30%-იანი ფასდაკლებით.